Saturday, March 25, 2017

რეფლექსიები

დღე პირველი
ტრენერი გვესაუბრა პროექტზე დაფუძნებული სწავლების შესახებ, თუ რა როლს ასრუ-ლებს პროექტებით სწავლება მოსწავლის სწავლის ხარისხის ამაღლებაში, რა  სახის უნა-რები უვითარდებათ.
გავეცანით ტრენინგის ორგანიზაციულ საკითხებს. გავიხსენეთ მეილზე მუშაობა, შევქმე-ნით ბლოგი, საქაღალდე,სადაც შევიტანეთ ფაილზე შექმნილი საკითხები,რომლებზეც მთელი ტრენინგის განმავლობაში უნდა ვიმუშაოთ. ასევე ვიმუშავეთ პროექტის შემადგე-ნელ ნაწილებზე, თითოელი გავაანალიზეთ.
ყველაფერი საინტერესოდ წარიმართა,რა თქმა უნდა ტრენერის დახმარებით. წინ დიდი სამუშაო გვაქვს, იმედია ყველაფერი კარგად წარიმართება.


დღე მეორე
ტრენინგის მეორე დღე ძალიან საინტერესო იყო, ტრენერმა გვესაუბრა ბუკლეტების და-მზადების წესსა და შინაარსზე. ტრენერის მიერ შემოთავაზებული პროექტის შაბლონის საფუძველზე შევარჩიე პროექტის თემის სახელწოდება, რომელსაც განვახორციელებდი და მოკლე პრეზენტაცია გავაკეთე ჯგუფის წინაშე. ტრენერის მიერ მოცემული რეკომენ-დაციების საფუძველზე დავიწყე გეგმის წერა. საინტერესოა რას ვისწავლით შემდეგ ტრე-ნინგზე.


მესამე დღე
ტრენინგის მესამე დღეს მოვისმინე ვიდეო, მასწავლებლის შიდა შეფასების სქემიდან, რომელიც ეხებოდა პროექტებით სწავლებას, თუ რა შემთხვევაში მოიპოვებს მასწავლე-ბელი კრედიტ-ქულებს.
შემდეგ შევავსე პროექტის შაბლონის რამდენიმე პუნქტი ეროვნული გეგმის სტანდარ-ტების ჩათვლით.

მეოთხე დღე
ვისწავლე ბუკლეტზე ინტერნეტიდან სურათის ჩასმა. შემდეგ ისევ განვაგრძე პროექტზე მუშაობა  და ვიმუშავე მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. შევადგინე. ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები და ა.

მეხუთე დღე 
ვისწავლე საქალდის ატვირთვა - გაზიარება და შევიტანე ტრენინგზე დაგეგმილი პროექ-ტი, ასევე ვისწავლე სურვილის შემთხვევაში რამდენიმე პროექტის შეტანაც...
პროექტის შაბლონში შევავსე შეფასების გეგმა.

მეექვსე დღე
დავალება იყო ასეთი, ჩემი პროექტის ფარგლებში მომერგო მოსწავლის როლი და გამეკე-თებინა პრეზენტაცია და შეფასების რუბრიკა. გავიხსენე პრეზენტაციასთან დაკავშირებუ-ლი ნასწალი მასალა და დავიწყე გაკეთება, მაგრამ ვერ დავარულე, გადავწყვიტე შემდეგ მეცადინეობაზე წარვადგინო.

მეშვიდე დღე
დასრულებული ბუკლეტი და პროექტზე მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაცია გადავიტანე ჩემ დრაივზე გამოსაქვეყნებლად. შემდეგ კომენტარები გავუკეთე ელენე ფარეშიშვილის (დადებითი შეფასება) და ქეთევან ყორღანაშვილის (რჩევები) პროექტებს, შეფასების რუბრიკებს და პრეზენტაციებს.

მერვე დღე
ვისწავლე გუგლი დრაივში სხვადასხვა კითხვარების შექმნა. ვიმუშავე პროექტზე და შევავსე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, ვიმუშავე პროექტის გეგმის პრეზენტაციაზე.

მეცხრე დღე
აუდიტორიის წინაშე წარმოვადგინე  ჩემი პროექტის გეგმის პრეზენტაცია.კოლეგებისაგან მივიღე რჩევები. ტრენინგმა საინტერესოდ ჩაიარა.